Belive

ჩალჰანოღლუ: "ზლატანი 40 წლისაა, მას სკუდეტოს მოგებაში წვლილი არ მიუძღვის"

1 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

ჰაკან ჩალჰანოღლუსა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის დაპირისპირებას დასასრული არ უჩანს. შვედი და თურქი ვარსკვლავების "მტრობა" გასულ წელს, ამ უკანასკნელის "ინტერში" გადასვლის შემდეგ დაიწყო. 2021 წლის 22 ივნისს, ჩალჰანოღლუ "ინტერს" შეუერთდა - თურქმა ნახევარმცველმა "ნერაძურისთან" 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და სკუდეტოს მოგების იმედი გამოთქვა. 2021/22 წლების სეზონი "მილანის" ტრიუმფით დასრულდა - "როსონერიმ" ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ნანატრი სკუდეტო მოიპოვა და იბრაჰიმოვიჩმა ჩალჰანოღლუს გასაკრიტიკებლადაც მოიცალა. "როსონერის" საჩემპიონო მსვლელობის დროს, იბრაჰიმოვიჩმა ჩალჰანოღლუ დაამცირა. შვედმა ვარსკვლავმა მიკროფონი აიღო და "მილანის" ფანებს, ყოფილი თანაგუნდელისათვის მესიჯის გაგზავნა სთხოვა.

ზლატანის ქმედება ჩალჰანოღლუმ უყურადღებოდ არ დატოვა. თურქმა ფეხბურთელმა "მილანის" ლიდერი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ იბრას გუნდის გამარჯვებაში წვლილი არ მიუძღვის. ჰაკან ჩალჰანოღლუ: "ის 40 წლისაა და არა 18-ის. მის ასაკში ამგვარი განცხადებებისაგან თავს შევიკავებდი. ზლატანს ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს. მას სკუდეტოს მოგებაში წვლილი არ მიუძღვის - სათამაშო დროც მცირე ჰქონდა, თუმცა, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეს". "გარდა ამისა, ყოველთვის მირეკავს და სადილზე, ან მოტოციკლით გასასეირნებლად მეპატიჟება. ჩემს შესახებ ავტობიოგრაფიულ წიგნშიც კი დაწერა. იძულუბელი იყო დაეწერა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მისი წიგნი უბრალოდ ცარიელი ფურცლები იქნებოდა. გულწრფელად გითხრათ, უმჯობესია არ შემაწუხოს". "გუნდში თავს ბედნიერად ვგრძნობ. "ინტერის" ფანებისგან დიდ მხარდაჭერას ვიღებ და ეს ძალიან დასაფასებელია. "მილანში" 4 წელი გავატარე, მაგრამ ტრიბუნებიდან ჩემს სახელს არასდროს სკანდირებდნენ - "ინტერში" ეს ყოველი მატჩის დროს ხდება".

სხვა სტატიები