Belive

ჩავი ადასტურებს - პედრი 2022 წლამდე ვერ დაბრუნდება

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, ჩავი ერნანდესი ადასტურებს, რომ პედრი "ბარსელონას" ჯერ წელს ვეღარ დაეხმარება. 19 წლის ნახევარმცველს ბარძაყის პრობლემები აწუხებს, რის გამოც მას მოედანზე გასვლა 2022 წლამდე აეკრძალა. როგორც იცით, ახალგაზრდა ფეხბურთელმა გასულ სეზონში ნაკრებსა და კლუბში 73 მატჩი ჩაატარა - ასეთმა დატვირთულმა კალენდარმა პედრის კუნთები გადაღალა. მიმდინარე სეზონში პედრის "ბარსელონაში" მხოლოდ 4 თამაში აქვს ჩატარებული. ბოლოს მან 29 სექტემბერს, "ბენფიკასთან" შეხვედრაში ითამაშა. ესპანელ ნახევარმცველს რეაბილიტაციის პროცესის დროს პრობლემა რამდენჯერმე შეექმნა, რის გამოც ჩავიმ და გუნდმა გადაწყვიტა, რომ ტრავმის აღდგენა სიღრმისეულად დაიწყოს.

სხვა სტატიები