Belive

ჩავი ვილახოანა: "მესიმ თავად უნდა მოინდომოს დარჩენა"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"ბარსელონას" პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ჩავი ვილახოანა თვლის, რომ კლუბში დარჩენა თავად მესის უნდა სურდეს და მან ეს გადაწყვეტილება ყოველგვარი დაყოლიების გარეშე, თავისი სურვილით უნდა მიიღოს. როგორც იცით, “ლა პულგას” “ბლაუგრანასთან” კონტრაქტი 2021 წლის ივლისში ეწურება, რაც ნიშნავს, რომ ფეხბურთელს სხვა კლუბებთან მოლაპარაკებების დაწყება იანვარში შეეძლება. რასაკვირველია, "ბარსელონას" არ სურს საკუთარი ლეგენდის გუნდიდან გაშვება, თუმცა ვილახოანა აღიარებს, რომ მხოლოდ 32 წლის არგენტიენლს შეუძლია გადაწყვიტოს, როგორი იქნება მისი შემდეგი ნაბიჯი. ჟურნალისტებთან საუბრისას ვილახოანამ განაცხადა:
"მას უნდა ვკითხოთ, სურს თუ არა მსოფლიოს საუკეთესო კლუბში თამაში. სპორტული კუთხით მოთამაშეები კარიერაში გარკვეულ წერტილს აღწევენ, როცა მათი როლი იცვლება, საქმე მარტო მასში არაა". "როდესაც იზრდები, მნიშვნელოვან თამაშებში შენი როლიც უნდა გაიზარდოს. ბევრი როლი არსებობს. უნდა შეგეძლოს ახალგაზრდა ფეხბურთელების ინტეგრირება, რომლებიც გუნდს უერთდებიან. უნდა იყო გუნდის ლიდერი და კაპიტანი". "სპორტში მოტივაცია სასიცოცხლოდ მნიშვენლოვანია, მით უმეტეს, როცა კაპიტანი ხარ. როცა ცდილობენ შენს წაქცევას, მაშინ მოტივაცია იწყებს მუშაობას. ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ გოლის გაშვების შემდეგ გუნდს თამაშის შემობრუნების სურვილი არ ეტყობა, სწორედ ეს არის მოტივაციის არარსებობის სიმპტომი. მოტივაციის ნაკლებობაში თავის როლს გულშემატკივრების არყოფნაც თამაშობს, რომლებიც ენერგიას მატებენ გუნდს". "აი, ამიტომ უნდა ვკითხოთ მესის, სურს თუ არა მსოფლიოს საუკეთესო კლუბში თამაშის გაგრძელება. თუმცა საქმე მხოლოდ მის დარწმუნებაში არაა - დარჩენა მან თავად უნდა მოინდომოს და გადაწყვიტოს. სურვილი თავად მოთამაშისგან უნდა მოდიოდეს და თუ არგუმენტებით განვამტკიცებთ მის სურვილს, უკეთესი იქნება. პირველმა სათქმელი მესიმ უნდა თქვას".

სხვა სტატიები