Belive

ჩავიმ ალ-სადთან კონტრაქტი გაახანგრძლივა - ბარსელონას კანდიდატი გამოაკლდა 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" ლეგენდამ ჩავი ერნანდესმა "ალ-სადნთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე ზაფხულში მისი მშობლიურ კლუბში დაბრუნება ფაქტობრივად გამორიცხულია. "ბედნიერი ვარ, რადგან შემიძლია გაცნობოთ, რომ კლუბთან ჩემი კონტრაქტი 2021 წლის ივნისამდე გახანგრძლივდა. გუნდის ხელმძღვანელობასთან სხვადასხვა საკითხზე აქტიურად ვმუშაობ, მათ შორის ლეგიონერების მოწვევასან დაკავშირებით", - თქვა ყატარული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა. 40 წლის ესპანელი "ბლაუგრანაში" კიკე სეტიენის მთავარ შემცვლელად განიხილებოდა. მის გარდა მოკლე სიაში მაურიციო პოჩენტინოს და რონალდ კუმანის გვარებიც ფიგურირებს. ვეტერანმა ნახევარმცველმა "ბარსაში" 1995-2015 წლებში ითამაშა და არაერთი ტიტული მოიგო, მათ შორის 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგა.

სხვა სტატიები