Belive

ჩავიმ განმარტა, თუ რატომ არ დათანხმდა ბარსელონას შეთავაზებას

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გასულ დღეებში "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის ვაკანტურ პოზიციაზე აქტიურად განიხილებოდა ჩავი ერნანდესი. კატალონიელთა ლეგენდას ყოფილი თანაგუნდელი და ამჟამად "ბარსას" სპორტული დირექტორი, ერიკ აბიდალი შეხვდა დოჰაში, სადაც საქმიანი შეხვედრა გაიმართა. საბოლოოდ, ესპანელმა "ბლაუგრანას" გაწვრთნა ამ ეტაპზე არ ისურვა. ჩავიმ ჟურნალისტებთან გადაწყვეტილება განმარტა: "დიახ, ოფიციალური პირებისგან შემოთავაზება მივიღე, მაგრამ მას არ დავთანხმდი. "ბარსელონას" გაწვრთნა ჯერ ადრეა, თუმცა  ჩემი ოცნება გრძელდება, რომ "ბლაუგრანას" სათავეში ჩავუდგე. აღნიშნულის შესახებ პირველად ოჯახის წევრებთან ვესაუბრე, შემდეგ კი "ალ სადის" ფეხბურთელებს შევატყობინე. ამ 3 დღის განმავლობაში კარგ მდგომარეობაში არ ვიყავი, მაგრამ ახლა მთლიანად "ალ სადზე" ვარ კონცენტრირებული," - თქვა ჩავიმ.  

სხვა სტატიები