Belive

ჩავის ალ-სადი ბარსელონას საუკეთესო ფორმაციის სტილით თამაშობს - ფანებს ესპანელის დაბრუნება სურთ

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ჩავი ერნანდესს "ბარსელონაში" დაბრუნებას აქტიურად უკავშირებენ, იქამდე კი, ვიდრე ჭორებისა და სიმართლის გამიჯვნა შესაძლებელი გახდება, ახალგაზრდა ესპანელი სპეციალისტის მიერ გაწვრთნილი "ალ-სადის" მიერ გატანილი გოლის ხილვით, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, თუ როგორი სტილის ფეხბურთს ითამაშებდა კატალონიური გრანდი მისი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის მთავარი მწვრთნელის ამპლუაში დაბრუნების შემთხვევაში. 41 წლის ესპანელი, რომელმაც "ბლაუგრანას" მაისურით გატარებულ 17 წელიწადში 17 ტიტულის მოგება მოახერხა, "ალ სადის" 2019 წლის 1 ივლისიდან ხელმძღვანელობს, წინა სეზონში ყატარის ჩემპიონობისა და თასის მოგება მოახერხა და გუნდი აზიის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გაიყვანა. ამ პერიოდში მისი გუნდი გამორჩეულად ლამაზ ფეხბურთს თამაშობს, რაც "ბარსელონას" ოქროს თაობის თამაშის სტილს, ე.წ "ტიკი-ტაკას" მოგაგონებთ, თავად ჩავი კი პეპ გვარდიოლას.

მიუხედავად ესპანური კლუბის მხრიდან დიდი ინტერესისა, რომელსაც "ბარსას" ქომაგების მრავალრიცხვოვანი არმიაც უერთდება, თავად ჩავი ამ ნაბიჯის გადადგმას არ ჩქარობს, რადგანაც მაისში მან კლუბთან კონტრაქტი 2 წლით გაახანგრძლივა. ნებისმიერ შემთხვევაში, რონალდ კუმანის გათავისუფლების შემთხვევაში, ჟოან ლაპორტას გუნდი ერთ-ერთ პირველ ზარს სწორედ თავისი კლუბის ლეგენდასთან განახორციელებს.

სხვა სტატიები