Belive

ჩეხეთის ფეხბურთის ფედერაცია რონალდუს რეკორდს არ აღიარებს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

გუშინ იტალიის სუპერთასზე "იუვენტუსმა" "ნაპოლი" 2:0 დაამარცხა. ტურინელთა რიგებში ერთი გოლის გატანა კრიშტიანუ რონალდუმ მოახერხა. პორტუგალიელს ამით კარიერაში 760 ბურთი დაუგროვდა, რითაც ის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. აქვე გეტყვით, რომ რონალდუმ იოზეფ ბიცანის (759) შედეგი გააუმჯობესა. კრიშტიანუს ამ ისტორიულ მიღწევას არ აღიარებს ჩეხეთის ფეხბურთის ფედერაცია, რომლის განცხადებითაც, ბიცანის ანგარიშზე არა 759, არამედ 821 გოლია.

"ჩვენ დავითვალეთ ბიცანის მიერ გატანილი ყველა გოლი, რაზე დაყრდნობითაც გაცნობებთ, რომ მის ანგარიშზე ოფიციალურ მატჩებში 821 გატანილი ბურთია. გათვალისწინებულია ეროვნულ გუნდებსა და თასებზე, პირველ და მეორე ლიგებში, ასევე ევროთასებზე გატანილი გოლები. ამავდროულად, ჩათვლილი არ არის საკლუბო დონეზე ამხანაგური მატჩების ბურთები", - წერია ჩეხეთის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.

სხვა სტატიები