Belive

ჩეხი | არ ვიცი სეზონის დასრულებას თუ შევძლებთ

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"ჩელსის" ყოფილი კიპერი - პეტრ ჩეხი აღნიშნავს, რომ არ იცის ლონდონური კლუბი მიმდინარე სეზონის დასრულებას შეძლებს თუ არა. ჩეხის მტკიცებით "არისტოკრატები" რთულ პირობებში იმყოფებიან. რუსეთის ბარბაროსული ქმედებებისა და მეზობელ უკრაინაში ომის დაწყების გამო, ბრიტანეთის ხელისუფლებამ რუს მილიარდერ - რომან აბრამოვიჩის სანქციები დაუწესა. აღნიშნულიდან გამომდინარე "ჩელსის" მომავალი უცნობია. პრემიერლიგის გრანდს სპეციალური ნებართვა მიეცა, რათა ფეხბურთთან დაკავშირებული საქმიანობა განაგრძოს, თუმცა "ჩელსის" ფეხბურთელების ყიდვა ან გაყიდვა, კონტრაქტების გახანგრძლივება და მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა აეკრძალა. ლონდონურ კლუბს საშინაო და საგარეო მატჩებზე ოპერირებისათვის, მნიშვნელოვნად შემცირებული ბიუჯეტის გამოყენება მოუწევს. არსებობს ეჭვი, რომ "ჩელსი" ვერ შეძლებს ხელფასების გადახდას - ყოველთვიური სახელფასო ბიუჯეტი £28 მილიონს შეადგენს. "არისტოკრატების" ყოფილი კიპერი - პეტრ ჩეხი, რომელიც ამჟამად კლუბის ტექნიკური მრჩეველია აღნიშნავს, რომ არ იცის ლონდონელები მიმდინარე სეზონის დასრულებას შეძლებენ თუ არა.
"რთული ვითარებაა. უამრავი კითხვა გვაქვს, რომლებზეც პასუხს ვერ ვიღებთ. ვცდილობთ კონცენტრირება მოვახდინოთ საკითხებზე, რომლის კონტროლიც შეგვიძლია. ერთმანეთს მხარს ვუჭერთ და მომდევნო მატჩებზე ვახდენთ ფოკუსირებას. პრემიერლიგაში კუთვნილი ადგილის შენარჩუნება გვსურს. ჩვენი მიზანია მატჩებისათვის მაქსიმალურად მოვემზადოთ და ვცდილობთ ყველაფერი გავაკეთოთ. უნდა ვაღიარო - რთული ვითარებაა". "ყველაფერი ჩვენზე არაა დამოკიდებული. აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, რათა სეზონის დასრულება შევძლოთ. ჩვენ ვართ პრემიერლიგის ნაწილი - მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ლიგის ნაწილი. "ჩელსის" მმართველი ბორდი ხელისუფლებასთან აქტიურ კომუნიკაციაშია. ყველა ღონეს ვხმარობთ, იმისათვის რომ ოპერირება განვაგრძოთ და მიმდინარე სეზონი დავასრულოთ. ვიმედოვნებ, უახლოეს მომავალში ყველაფერი გაირკვევა", - აღნიშნა პეტრ ჩეხმა. 
   

სხვა სტატიები