Belive

ჩეხი ჩელსიში ბრუნდება

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "ჩელსის" ლეგენდარული მეკარე, პეტერ ჩეხი, ყოფილ კლუბს ახალი სეზონიდან დაუბრუნდება. ჩეხი მეკარე სეზონის ბოლოს "არსენალს" ტოვებს და  კარიერას ასრულებს. მას მხოლოდ ერთი თამაშის ჩატარება დარჩა და ისიც სწორედ "ჩელსის" წინააღმდეგ, 29 მაისს ევროპა ლიგის ფინალში. ახალი სეზონიდან ჩეხი "ჩელსის" სპორტული დირექტორი გახდება. პეტერ ჩეხი "არისტოკრატთა" ღირსებას 2004-15 წლებში იცავდა. "ჩელსის" მაისური მან 494-ჯერ მოირგო და გუნდთან ერთად 15 ტიტული მოიგო, მათ შორის 4 პრემიერ ლიგა, ჩემპიონთა ლიგა და ევროპა ლიგა.

სხვა სტატიები