Belive

ჩეხის კარიერის დასრულებას იკერ კასილასი გამოეხმაურა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლონდონის “არსენალის” კიპერის, პეტერ ჩეხის კარიერა დასრულებულია! მან უკანასკნელი შეხვედრა უეფას ეგიდით ჩატარებული ევროპა ლიგის ფინალში, ყოფილი კლუბის ლონდონის “ჩელსის” წინააღმდეგ გამართა, რომელშიც “არსენალი” ანგარიშით – 4:1 დამარცხდა. ლეგენდარული 37 წლის მეკარე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად პროფესიონალური საფეხბურთო კარიერის შემდეგ ლონდონის “ჩელსის” სპორტული დირექტორის პოზიციას დაიკავებს, თუმცა ზუსტი თარიღი ამ ეტაპზე უცნობია. ჩეხის კარიერის დასრულებას იკერ კასილასი გამოეხმაურა: "გილოცავ! შენ საუკეთესო კარიერა გქონდა! ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ ჩემო მეგობარო".

 

სხვა სტატიები