Belive

ჩეხმა ჩელსის პენალტს გულშემატკივრის ტელეფონში უყურა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "არსენალის" მეკარე, პეტერ ჩეხი ევროპა ლიგის ფინალში თავის ყოფილ გუნდს, "ჩელსის" დაუპირისპირდება. პეტერ ჩეხი 29 მაისს კარიერის უკანასკნელ მატჩს ჩაატარებს. "არსენალმა" ნახევარფინალში "ვალენსია" გამოთიშა ასპარეზობიდან და ორი მატჩის ჯამში 7:3 დაამარცხა. პარალელურად "ჩელსი" "აინტრახტს" ეთამაშა და ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 დასრულდა. დაინიშნა თერთმეტ მეტრიანი დარტყმები, რომელიც საბოლოოდ ლონდონელთა გამარჯვებით დასრულდა. მატჩის შემდეგ, პეტერ ჩეხმა მიქს ზონაში გულშემატკივრის ტელეფონში იმ თერთმეტ მეტრიანს უყურა, რომლითაც "ჩელსიმ" ფინალის საგზური მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ ჩეხი მეკარე "ჩელსის" შემადგენლობაში 2004-15 წლებში თამაშობდა.

სხვა სტატიები