Belive

ჩეხმა ჰოკეიში საუკეთესოდ დაიწყო 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "ჩელსიმ" კლუბის ლეგენდარულ მეკარეს და ამჟამად მრჩეველ პეტრ ჩეხს ჰოკეის ბრიტანულ, ნახევრადპროფესიონალურ კლუბ "გილდფორდ ფენიქსში" წარმატებული დებიუტი მიულოცა. ჩეხის გუნდმა მატჩი "სუიდონ უილდკოსტის" წინააღმდეგ 3:2 მოიგო, პრემიერლიგის გამოცდილი გოლკიპერი კი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, რომელიც გუნდს პენალტების სერიის მოგებაში დაეხმარა. "ჩეხს "გილდფორდის" მეორე გუნდში წარმატებული დებიუტი ჰქონდა, თანაც თავისი ბავშვობის საყვარელ სპორტში, რომელსაც სამშობლოში თამაშობდა. ჩვენმა ყოფილმა მეკარემ და ამჟამინდელმა ტექნიკურმა მრჩეველმა მატჩის დროს რამდენიმე ძლიერი დარტყმა მოიგერია და სახიფათო სიტუაცია განმუხტა. ის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა",-წერია "არისტოკრატების" ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ჩეხმა "არსენალში" გადაბარგებამდე, კარიერის უდიდესი ნაწილი "ჩელსიში" გაატარა, 2004-15 წლებში მან კლუბთან ერთად 15 ტიტული მოიგო, მათ შორის 4-ჯერ პრემიერლიგა და 2012 წელს ჩემპიონთა ლიგა.

სხვა სტატიები