Belive

ჩელსი და ატლეტიკო ფელიქსის იჯარაზე სიტყვიერად შეთანხმდნენ

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის ,,ატლეტიკოს'' შემტევი, ჟოაო ფელიქსი სეზონის დარჩენილ ნაწილს ლონდონის ,,ჩელსიში'' გაატარებს.

,,არისტოკრატები'' ,,როხიბლანკოს'' ფეხბურთელის იჯარით ტრანსფერზე სიტყვიერად შეუთანხმდნენ.

პორტუგალიელის გადაბირებით, ასევე, ლონდონის ,,არსენალი'' და ,,მანჩესტერ იუნაიტედიც'' ინტერესდებოდნენ.

მიმდინარე სეზონში ფელიქსის ანგარიშზე ,,ატლეტიკოს'' მაისურით ჩატარებულ 20 შეხვედრაში 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები