Belive

ჩელსი და იგუაინი შეთანხმდნენ

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
არგენტინელი თავდამსხმელი, გონსალო იგუაინი იჯარით "ჩელსიში" გადავა. აღნიშნული ინფორმაცია დადასტურებულია და იგუაინი "არისტოკრატების" ფეხბურთელი იანვარშივე გახდება. გონსალო იგუაინი ამჯერად იჯარით "მილანში" თამაშობს, თუმცა "იუვენტუსის" საკუთრებაა. შეთანხმება 6 თვიან იჯარას ითვალისწინებს. გონსალო იგუაინს ბოლო პერიოდში ურთიერთობა აერია "მილანის" მთავარ მწვრთნელთან. ჯენარო გატუზომ გუშინ გამართულ იტალიის უპერ თასზე ის არ ათამაშა. "ჩელსიში" იგუაინის გადასვლამ პრობლემები შეუქმნა ესპანელ ალვარო მორატას, რომელსაც მადრიდის "ატლეტიკოსაც" კი უკავშირებენ. როგორ განვითარდება მორატას კარიერა ჯერჯერობით უცნობია. გონსალო იგუაინი 31 წლის არის და "პრემიერლიგაში" არასდროს უთამაშია. მისი კარიერა სამშობლოში, "რივერ პლეიტში" დაიწყო, სადაც 2005-06 წლებში თამაშობდა და 41 თამაშში 15 ბურთის გატანაც შეძლო. არგენტინიდან ევროპაში გადავიდა და არც მეტი, არც ნაკლები მადრიდის "რეალს" შეუერთდა. მადრიდში მან 7 სეზონი გაატარა. ჩაატარა 264 მატჩი და გაიტანა 121 ბურთი. ესპანეთიდან იტალიაში წავიდა და "ნაპოლის" მაისური მოირგო. ნეაპოლში სამი სეზონის განმავლობაში მონაწილეობა 146 შეხვედრაში მიიღო და მეტოქეთა კარი 91-ჯერ დალაშქრა. მისით ტურინის "იუვენტუსი" დაინტერესდა და "პიპიტა", როგორც მას ეძახიან, "ბებერ ქალბატონში" გადაბარგდა. ჩაატარა 105 მატჩი და თავის გამოჩენა 55-ჯერ შეძლო. მიმდინარე სეზონში იჯარით "მილანის" ფეხბურთელი გახდა და 22 თამაშში 8 ბურთი გაიტანა. როგორ განვითარდება მისი ლონდონური კარიერა ამას მალე ვნახავთ. ეროვნულ ნაკრებში იგუაინს 75 თამაში აქვს ჩატარებული და 31 გოლი გატანილი.

სხვა სტატიები