Belive

ჩელსი და სიტი ახალ პოგბას აკვირდებიან

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პრემიერლიგის გრანდები, "ჩელსი" და "სიტი" "ბარსელონას" აკადემიაში მოასპარეზე ილაი მორიბას აკვირდებიან, რომელიც საფეხურთო სამყაროში "ახალი პოგბას" სახელით არის ცნოილი. ესპანური გამოცემების ცნობით, თინეიჯერის აგენტი ორივე გუნდის წარმომადგენელს უკვე შეხვდა და მათთან წინასწარი მოლაპარაკება გამართა. როგორც წყარო იტყობინება, "არისტოკრატები" უკვე რამდენიმე წელია ილაის აკვირდებიან და აბრამოვიჩის თანაშემწე მარინა გრანოვსკაია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა 16 წლის ფეხბურთელი ლონდონში წამოიყვანოს. "ლურჯებმა" მორიბას უკეთესი პირობები შესთავაზეს, ვიდრე "სიტიმ" და "ბარსელონამ". გარდა ამისა, "ახალ პოგბას" ტურინის "იუვენტუსიც" აკვირდება, თუმცა გამომდინარე იქიდან რომ "ჩელსიმ" მორიბას აგენტს სარფიანი წინადადება შესთავაზა, დიდი ალბათობით თინეიჯერი "არისტოკრატთა" რიგებს შეუერთდება.

სხვა სტატიები