Belive

ჩელსი კულიბალის ტრანსფერთან ახლოსაა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კალიდუ კულიბალი "ჩელსიში" გადასვლასთან ახლოსაა - ინფორმაციას ბრიტანელი ჟურნალისტი დევიდ ორნშტეინი ავრცელებს. წყაროს ცნობით, "ლურჯები" 31 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს იხდიან და კულიბალისთან პირად კონტრაქტზე შეთანხმებასაც მიაღწიეს. მიუხედავად ამისა, მხარეებს შორის საბოლოო შეთანხმება ჯერ არაა მიღწეული, თუმცა, მოლაპარაკება ამ მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს. სავარაუდოდ, კულიბალი "ჩელსისთან" გრძელვადიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. მანამდე ცნობილი იყო, რომ სენეგალელი სამწლიან ხელშეკრულებას გააფორმებდა. გარდა ამისა, "ჩელსი" კვლავ ინტერესდება კიმპემბეს, კუნდეას და ნათან აკეს ტრანსფერებით. გასულ სეზონში სენეგალელმა მცველმა "ნაპოლის" რიგებში ყველა ტურნირზე 34 მატჩი ჩაატარა - მის ანგარიშზე 3 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები