Belive

ჩელსი ლუკაკუს შეძენით ინტერესდება | ინგლისელები ფეხბურთელის სანაცვლოდ სოლიდურ თანხას იხდიან

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სატრანსფერო პერიოდის ოფიციალურად გახსნის შემდეგ, შემადგენლობის გაძლიერებისა და გადახალისების მსურველი კლუბები სულ უფრო აქტიურდებიან. ამჯერად საქმე ეხება ბელგიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელ რომელუ ლუკაკუს, რომლის შეძენითაც ლონდონის "ჩელსი" ინტერესდება. იქედან გამომდინარე, რომ "არისტოკრატების" გერმანელ სპეციალისტს შეტევის ხაზის გაძლიერება აქვს დაგეგმილი და მისთვის პირველი სასურველი კანდიდატი რომელუ ლუკაკუა, ვარაუდობენ, რომ ეს ტრანსფერი სისრულეში მოვა. საყურადღებოა, რომ "ჩელსი" ლუკაკუს სანაცვლოდ მზადაა, რომ 130 მილიონი ევრო გადაიხადოს, რაც ერთმნიშვნელოვნად სოლიდური და მომხიბვლელი ფასია. როგორც კლუბის მესვეურები აცხადებენ, ლონდონელები 2021/22 წლების სეზონში მაღალი მიზნებისათვის იბრძოლებენ როგორც ევროპულ, ასევე შიდა ასპარეზზე, რის გამოც საკუთარი სატრანსფერო მიზნების შესასრულებლად თავდაუზოგავად იბრძოლებენ.

სხვა სტატიები