Belive

ჩელსი ნ'გოლო კანტეს უკეთეს კონტრაქტს შესთავაზებს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბრიტანული მედიის თანახმად, ლონდონის "ჩელსი" საყრდენ ნახევარმცველს, ნ'გოლო კანტეს უკეთეს კონტრაქტს შესთავაზებს. კანტეს გადაბირება პარიზულ "პსჟ-ს" სურს და ლონდონელების მიზანია, რომ კანტემ პარიზში წასვლა უკეთესი ფინანსური შეთავაზების გამო არ გადაწყვიტოს. შეგახსენებთ, რომ "ჩელსიმ" ნ'გოლო კანტე "ლესტერიდან" 2016 წელს შეიძინა და მასში 35.8 მილიონი ევრო გადაიხადა. 27 წლის ფრანგი ნახევარმცველი "ჩელსის" ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია - მას გუნდთან კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს და მისი ყოველკვირეული ანაზღაურება £120,000-ს შეადგენს.  

სხვა სტატიები