Belive

ჩელსი Vs. არსენალი (პრევიუ)

4 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
UEFA-ს ევროპა ლიგაზე დღეს 2018-19 წლების სეზონის ბოლო შეხვედრა გაიმართება. ფინალურ დაპირისპირებაში ერთმანეთს ლონდონური გრანდები, "ჩელსი" და "არსენალი" შეხვდებიან.

როგორ მივიდა ფინალამდე "ჩელსი"?

ფინალური დაპირისპირება ერთ თამაშიანია და მიუხედავად იმისა, რომ გუნდები ერთმანეთს კარგად იცნობენ, მაინც თავისი დატვირთვა აქვს. "ჩელსის", რა თქმა უნდა, რეალური შანსი აქვს ჩემპიონობის. გუნდმა ფინალამდე არც ისე რთული გზა განვლო. ჯგუფურ ეტაპზე უპრობლემოდ გადალახა "ბატეს", "ვიდეოტონისა" და "პაოკის" ბარიერი. 1/16 ფინალში გუნდს შვედური "მალმიო" შეხვდა და ორი მატჩის ჯამში 5:1 დაამარცხა. მერვედფინალში კიევის დინამო 8:0 გაანადგურა, ხოლო მეოთხედფინალურ ეტაპზე პრაღის "სლავიას" 5:3 მოუგო. ნახევარფინალურ ეტაპზე ფრანკფურტის "აინტრახტთან" ორმატჩიან დუელში ფრედ დაასრულა. დაინიშნა დამატებითი დრო და თერთმეტ მეტრიანების სერია. დრამატულ პენალტებში გუნდმა 4:3 გაიმარჯვა და ფინალის საგზური მოიპოვა.

როგორ მივიდა ფინალამდე "არსენალი"?

ლონდონის "არსენალი" ფინალში გავიდა, თუმცა მანამდე საკმაოდ დაძაბული პერიოდი გაიარა. ჯგუფური ეტაპის გადალახვა "მეთოფეებს" არ გასჭირვებიათ. 1/16 ფინალში კი პირველი სენსაცია დაფიქსირდა. "ბატესთან" სტუმრად 1:0 წააგო, ხოლო საკუთარ მოედანზე 3:0 გაიმარჯვა და მერვედფინალის საგზური მოიპოვა, სადაც ფრანგულ "რენს" შეხვდა. სტუმრად 3:1 წააგო, ლონდონში კი კვლავ სამი უპასუხო ბურთი გაიტანა და მეოთხედფინალში გავიდა. ამ ეტაპზე გუნდს "ნაპოლი" შეხვდა. ექსპერტები დაძაბულ და დრამატულ მატჩებს ელოდნენ, მაგრამ "არსენალმა" ორი მატჩის ჯამში 3:0 მოიგო და ნახევარფინალში უპრობლემოდ გავიდა. აქ უკვე ესპანური "ვალენსიას" ბარიერი ელოდა, რომელიც ასევე გადალახა და 7:3 გაიმარჯვა.

"ჩელსი" vs "არსენალი" - ურთიერთშეხვედრები და დანაკლისები

"ჩელსი" და "არსენალი" ერთმანეთს ევროპულ საკლუბო ტურნირებზე მხოლოდ ორჯერ დაუპირისპირდნენ. ერთ შემთხვევაში "ჩელსიმ" გაიმარჯვა, ხოლო მეორე მატჩი ფრედ დასრულდა. "არსენალს" მოგება არ აქვს. ბურთეის შეფარდება 3:2-თან "არისტოკრატთა" სასარგებლოდ. რაც შეეხება დანაკლისებს, "ჩელსის" რუდიგერი და ლოფტუს ჩიკი გამოაკლდა. არსენალის მდგომარეობა უფრო მძიმეა. დღევანდელ დაპირისპირებაში "მეთოფეებს" ერთ-ერთი ლიდერი გენრიხ მხითარიანი არ ეყოლებათ. ის სიმხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტის გამო ბაქოში არ ჩავიდა. ტრავმირებულები არიან აარონ რემსი და ჰექტორ ბელერინი. შეგახსენებთ, რომ დღეს, 29 მაისს, 23:00 საათზე ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე 2018-19 წლების ევროპა ლიგის სეზონის ფინალი გაიმართება.

სხვა სტატიები