Belive

ჩელსი Vs. ტოტენჰემი (პრევიუ)

5 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
მხოლოდ Betlive.com-ზე და პირველად საქართველოში – ჯეკპოტები სპორტში! დადე ბილეთი და მოიგე 25 000; 50 000; 75 000 ან 100 000 ლარი! აქციაში ჩართვა მარტივია: საკმარისია დადოთ მინიმუმ 1 ბილეთი სპორტში ნებისმიერ მოვლენაზე, შეავსოთ ქვიზი და გამოიცნოთ 3 მატჩის პირველი გოლის ავტორი! ამ კვირაში გამოსაცნობი მატჩებია: ჩელსი Vs. ტოტენჰემი კრ.პალასი Vs. მანჩესტერ იუნაიტედი მანჩესტერ სიტი Vs. ვესტ ჰემი Live.Ge წარმოგიდგენთ თითოეული მატჩის დეტალურ პრევიუს:   ინგლისის პრემიერლიგის 28-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, "ჩელსი" "ტოტენჰემს" დაუპირისპირდება. ლონდონურ გრანდებს შორის გასამართი მატჩი მსოფლიოს მასშტაბით უდიდეს ინტერესს იწვევს. ლონდონურ დერბის განსაკუთრებულ ინტრიგას ის ფაქტიც სძენს, რომ "ჩელსი" პრემიერლიგის ოთხეულში მოსახვედრად იბრძვის - "ტოტენჰემს" კი მართალია "ლივერპულთან" და "მანჩესტერ სიტისთან" შედარებით მცირე, მაგრამ საჩემპიონო შანსები აქვს. ორ გუნდს შორის გამართული ურთიერშეხვედრების სტატისტიკა "ჩელსის" სასარგებლოდ მეტყველებს. დღემდე ჩატარებული 163 მატჩიდან, 70 "ჩელსის" გამარჯვებით დასრულდა, "ტოტენჰემმა" 54-ჯერ შეძლო "ჩელსის" დამარცხება, ხოლო 39 მატჩი ფრედ დასრულდა. "სტემფორდ ბრიჯზე" ჩატარებულ მატჩებში "ჩელსის" უპირატესობა განსაკუთრებით თვალსაჩინოა. პრემიერლიგის ეგიდით, "სტემფორდ ბრიჯზე" ჩატარებულ უკანასკნელ 20 შეხვედრაში "ჩელსიმ" 13 გამარჯვება მოიპოვა, 6 მატჩი ფრედ დასრულდა, 1 გამარჯვება კი "ტოტენჰემს" დარჩა. 20 წლის მანძილზე პირველი გასვლითი გამარჯვება "ტოტენჰემმა" გასულ სეზონში მოიპოვა. 2018 წლის 1 აპრილს გამართული მატჩი "ჩელსის" მარცხით, ანგარიშით 1:3 დასრულდა. შეხვედრაში ანგარიში ალვარო მორატამ გახსნა თუმცა პირველივე ტაიმში კრისტიან ერიკსენმა წონასწორობის აღდგენა შეძლო - მეორე ტაიმში კი დელე ალიმ დუბლი გაიფორმა.

საინტერესო ფაქტები მატჩის შესახებ: 

  • პრემიერლიგის ეგიდით გამართულ უკანასკნელ 5 შეხვედრაში დელე ალიმ ორჯერ გახსნა ანგარიში, ერთხელ კი კრისტიან ერიკსენმა შეძლო პირველი გოლის გატანა. 
  • პრემიერლიგის ეგიდით გამართულ უკანასკნელ 5 შეხვედრაში "ჩელსის" ფეხბურთელებმა მხოლოდ ორჯერ შეძლეს პირველი გოლის გატანა. 2018 წლის 1 აპრილს გამართულ შეხვედრაში ალვარო მორატამ გახსნა ანგარიში. 2017 წლის 20 აგვისტოს გამართულ მატჩში კი მარკოს ალონსომ გახსნა ანგარიში - აღნიშნულ შეხვედრაში ალონსომ დუბლი გაიფორმა.
  • პრემიერლიგის ეგიდით გამართული უკანასკნელი 5 შეხვედრიდან 3 "ტოტენჰემის" სასარგებლოდ დასრულდა, 2 მატჩში კი "ჩელსიმ" გაიმარჯვა.
  • პრემიერლიგის ეგიდით გამართულ უკანასკნელ 5 შეხვედრაში "ტოტენჰემმა" "ჩელსის" 10 გოლი გაუტანა. "არისტოკრატებმა" მხოლოდ 6-ის გატანა შეძლეს.
  • "ტოტენჰემის" მიერ გატანილი ათი გოლიდან 7 კრისტიან ერიკსენისა (3) და დელე ალის (4) ანგარიშზეა. ამ უკანასკნელმა ორ შეხვედრაში შეძლო დუბლის გაფორმება. 
  • პრემიერლიგის ეგიდით გამართულ უკანასკნელ 5 დაპირისპირებაში მხოლოდ 1 ავტოგოლი გავიდა. 2017 წლის 20 აგვისტოს გამართული მატჩის 82-ე წუთზე, მიჩი ბატშუაიმ ავტოგოლი გაიფორმა. 

სხვა სტატიები