Belive

ჩელსი Vs. ვულვზი (პრევიუ)

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მხოლოდ Betlive.com-ზე და პირველად საქართველოში – ჯეკპოტები სპორტში! დადე ბილეთი და მოიგე 25 000; 50 000; 75 000 ან 100 000 ლარი! აქციაში ჩართვა მარტივია: საკმარისია დადოთ მინიმუმ 1 ბილეთი სპორტში ნებისმიერ მოვლენაზე, შეავსოთ ქვიზი და გამოიცნოთ 3 მატჩის პირველი გოლის ავტორი! ამ კვირაში გამოსაცნობი მატჩებია: “ნიუკასლი” Vs. “ევერტონი” “ჩელსი” Vs. “ვულვზი” “არსენალი” Vs. “მანჩესტერ იუნაიტედი” პრემიერლიგის 30-ე ტურის შეხვედრაში "ჩელსი" "ვულვზს" დაუპირისპირდება. "სტემფორდ ბრიჯზე" გასამართ შეხვედრაში "არისტოკრატები" ითვლებიან ფავორიტად - თუმცა მიმდინარე სეზონის პრემიერლიგაში "ვულვზმა" არაერთი გრანდი დატოვა გაწბილებული. ორ გუნდს შორის გამართული უკანასკნელი მატჩიც სწორედ "ვულვზის" გამარჯვებით (2:1) დასრულდა. მაურისიო სარის გაწვრთნილი გუნდი პრემიერლიგის ტოპ-ოთხეულში მოსახვედრად იბრძვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, უკანასკნელ ტურებში ქულების განიავება "ჩელსის" შესაძლოა ძვირად დაუჯდეს. "ვულვზთან" დაპირისპირებას "ჩელსი" უმნიშვნელო დანაკლისით ხვდება. დანიელ დრინქუოთერი და მარკო ვან გინკელი "არისტოკრატების" დახმარებას ვერ შეძლებენ - სტუმრებს კი შემადგენლობის მხრივ დანაკლისი არ აქვთ.

საინტერესო ფაქტები მატჩის შესახებ:

  • პრემიერლიგის ეგიდით ორ გუნდს შორის გამართული უკანასკნელი 5 დაპირისპირებიდან - 4 შეხვედრაში "ჩელსის" ფეხბურთელებმა შეძლეს ანგარიშის გახსნა. "ვულვზმა" მხოლოდ 1 მატჩში მოახერხა პირველი გოლის გატანა.
  • პრემიერლიგის ეგიდით ორ გუნდს შორის გამართული უკანასკნელი 5 დაპირისპირებიდან - 3 მატჩი "ჩელსის" გამარჯვებით დასრულდა, ხოლო "ვულვზმა" 2 შეხვედრაში შეძლო მოწინააღმდეგის დამარცხება. 
  • პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში "ჩელსის" საუკეთესო სნაიპერი ედენ აზარია, რომლის ანგარიშზეც 12 გოლია. "ვულვზვის" ყველაზე შედეგიანმა ფეხბურთელმა, რაულ ხიმენესმა 11 გოლის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები