Belive

ჩელსი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში 300 მილიონ ევრომდე დახარჯავს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლონდონის ,,ჩელსი'' ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში 290 მილიონი ევროს დახარჯვას აპირებს. ინფორმაციას The Sun-ი ავრცელებს.

,,არისტოკრატებმა'' უკვე ორი ფეხბურთელი იყიდეს - ,,მონაკოდან'' ბენუა ბადიაშილი 38 მილიონ ევროდ გაიფორმეს, ,,მიოლდეს'' კი დატრო ფოფანას სანაცვლოდ 12 მილიონი ევრო გადაუხადეს.

The Sun-ის ცნობით, კლუბის ახალი მფლობელის, ტოდ ბოულის გეგმებში იანვარში სულ 5 ფეხბურთელის ყიდვა შედის.

ლონდონელთა სამიზნეებს შორის ენცო ფერნანდესი (ბენფიკა), ალექსის მაკ ალისტერი (ბრაიტონი), დეკლან რაისი (ვესტ ჰემი), მიხაილ მუდრიკი (შახტარი) და ჟოაო ფელიქსი (ატლეტიკო) არიან.

პრემიერლიგაში ჩატარებული 17 მატჩის შემდეგ ,,ჩელსის'' 25 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-10 პოზიციაზეა.

სხვა სტატიები