Belive

ჩელსიმ ექიმებს სასტუმრო დაუთმო

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქველმოქმედო აქტივობებს, რომელსაც კორონავირუსთან ბრძოლისთვის სპორტის სფეროს არაერთი წარმომადგენელი ახორციელებს, ლონდონის "ჩელსიც" შეუერთდა. "არისტოკრატებმა" სამედიცინო მუშაკებს, რომლებიც COVID19-ს ებრძვიან, "სტემფორფ ბრიჯზე" არსებული "მილენიუმის" სასტუმრო უსასყიდლოდ დაუთმეს. ლონდონური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, გადაწყვტილება უშუალოდ კლუბის მფლობელმა რომან აბრამოვიჩმა მიიღო, რომელიც ყველა ხარჯს თავად დაფარავს და მედიცინის მუშაკებს 2 თვის განმავლობაში სასტუმროში მუშაობისთვის ყველა აუცილებელ პირობას შეუქმნის. ინგლისში პრემიერლიგა და ყველა საფეხბურთო ღონისძიება 4 აპრილამდე შეჩერებულია.

სხვა სტატიები