Belive

ჩელსის გულშემატკივრებმა ტიმო ვერნერს დასცინეს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

გუშინ გერმანიის ბუნდესლიგის ტურში "ლაიპციგი" "პადერბორნს" დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდში ტიმო ვერნერმა ცარიელ კარში ვერ გაიტანა, რამაც "არისტოკრატების" გულშემატკივრებს ქილიკის საბაბი მისცა. სოციალურ ქსელში გულშემატკივრებმა გაავრცელეს ხსენებული მომენტი და დააწერეს: "ჩვენ ახალი ალვარო მორატა ვიყიდეთ?"  

Capture
შეგახსენებთ, რომ ლონდონის "ჩელსიმ" სულ ახლახანს გაასაჯაროვა ტიმო ვერნერის ტრანსფერი. გერმანელი ფეხბურთელი შემდეგი სეზონიდან "არისტოკრატების" რიგებში იასპარეზებს.

სხვა სტატიები