Belive

ჩელსიმ კეპა დასაჯა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "ჩელსიმ" ლიგის თასის ფინალში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, კეპა არისაბალაგა დასაჯა. შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ სიტისთან" ჩატარებული მატჩის მიწურულს, ესპანელმა მეკარემ შეცვლაზე უარი თქვა. "ჩელსის" კარის დარაჯმა თამაშის შემდგომ ბოდიში მოიხადა, მაურისიო სარიმ კი თქვა, რომ გაუგებრობა მოხდა. ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ კეპა მაინც დასაჯოს. 24 წლის მეკარე ერთი კვირის ხელფასს ვერ მიიღებს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა კომენტარი გააკეთა აღნიშნულ სასჯელზე არისაბალაგამ.

სხვა სტატიები