ჩელსიმ კეპას შემცვლელის ოპტიმალურ ვარიანტს მიაგნო

სატრანსფერო პერიოდის გახსნის შემდეგ შემადგენლობის გაძლიერებისა და გადახალისების მსურველი გუნდები სულ უფრო აქტიურნი ხდებიან.

ამჯერად საქმე მეკარეებს ეხებათ – ბოლოდროინდელი ინფორმაციის თანახმად ლონდონის “ჩელსი” კეპა არიზაბალაგას გასხვისებას გეგმავს, რომლის სავარაუდო სამომავლო კლუბად “სევილია” სახელდება.

ინგლისური კლუბიდან კეპას წასვლის შემდეგ “ლურჯები” ახალი მეკარის აუცილებლობის წინაშე დადგებიან, ამ პრობლემის აღმოფხვრას კი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტით, იან ობლაკით, შეეცდებიან.

როგორც The Mirror იუწყება, “არისტოკრატებს” უკვე აქვთ დღის წესრიგში “ატლეტიკოს” კარის დარაჯის გადმობირების საკითხი, თუმცა დამატებითი დეტალები აღნიშნულ ტრანსფერთან დაკავშირებით ამ ეტაპზე უცნობია.

 

(731)

ჩელსიმ კეპას შემცვლელის ოპტიმალურ ვარიანტს მიაგნო

სტატიის ავტორი
-