Belive

ჩელსიმ ლოფტუს-ჩიკი ისევ გაუშვა - ინგლისელი ლონდონში რჩება

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ჩელსიმ" რუბენ ლოფტუს-ჩიკი კიდევ ერთხელ გაანათხოვრა. ინგლისელი ფეხბურთელი პრემიერ ლიგაში დარჩება და შემდეგ სეზონს ელიტაში დაბრუნებულ "ფულემში" გაატარებს. 24 წლის ფეხბურთელს "არისტოკრატების" ძირითად შემადგენლობაში ამ სეზონში მხოლოდ ერთი მატჩი აქვს ძირითად შემადგენლობაში დაწყებული და ის სათამაშო დროით უკმაყოფილოა. თანაც, ცენტრალურ ნახევარმცველს მომავალ ზაფხულში, ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა სურს, სწორედ ამის გამო, მას სათამაშო პრაქტიკა სჭირდება. "სამი ლომის" რიგებში მას 10 შეხვედრა აქვს ჩატარებული. თავდაპირველად, 2017/18 წლების სეზონში, "ლურჯებმა" ლოფტუს ჩიკი "კრისტალ პალასში" გაანათხოვრეს. კლუბში დაბრუნების შემდეგ, მას ტრავმებმა ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრებაში ხელი შეუშალა. ლოფტუს-ჩიკმა ლონდონური გრანდის შემადგენლობაში 82 მატჩში 12 გოლის გატანა და 11 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები