Belive

ჩელსიმ მუდრიკის ტრანსფერი დაადასტურა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

უკრაინის ეროვნული ნაკრების შემტევი, მიხაილო მუდრიკი ლონდონის ,,ჩელსის'' ფეხბურთელია.

22 წლის გარემარბმა ,,არისტოკრატებთან'' 8.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

,,ჩელსიში გადმოსვლით ძალიან ბედნიერი ვარ. ეს უდიდესი გუნდია, რომელიც ფანტასტიკურ ლიგაში თამაშობს. ჩემთვის, კარიერის ამ ეტაპზე, ეს მიმზიდველი პროექტია. გრემ პოტერთან ერთად მუშაობის დაწყებას მოუთმენლად ველი,'' - განაცხადა მუდრიკმა.

იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს, ცნობით, ,,არისტოკრატებს” უკრაინელის ტრანსფერი 100 მილიონი ევრო დაუჯდათ.

მუდრიკის გადაბირებით კიდევ ერთი ინგლისური კლუბი, ლონდონის ,,არსენალიც” ინტერესდებოდა.

მიმდინარე სეზონში 22 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე ,,შახტარის” მაისურით ჩატარებულ 18 შეხვედრაში 10 გოლი და 8 საგოლე გადაცემა იყო.

სხვა სტატიები