Belive

ჩელსიმ როს ბარკლი გაუშვა - ინგლისელი პრემიერლიგაში რჩება

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
როს ბარკლი კარიერას "ასტონ ვილაში" გააგრძელებს. ინგლისის ნაკრების ნახევარმცველმა ლონდონის "ჩელსის" შეტევის ხაზში არსებული დიდი კონკურენციის გამო, გუნდის დატოვება გადაწყვიტა და ბირმინგემულ კლუბს საკმარისი სათამაშო დროის მიზნით შეუერთდა. 26 წლის ფეხბურთელი "ვილაში" 1-წლიანი იჯარის წესით ითამაშებს. "როსის ხარისხის ფეხბურთელის ხელში ჩაგდება ჩვენი კლუბისთვის ნამდვილი გადატრიალებაა და დარწმუნებული ვარ, ის აქ თავადაც გაიხსნება და ჩვენს გუნდსაც გააუმჯობესებს", - თქვა "ასტონ ვილას" მთავარმა მწვრთნელმა დინ სმიტმა. ინგლისის ეროვნულ გუნდში 33 შეხვედრის ჩამტარებელი ფეხბურთელი "სტემფორდ ბრიჯზე" 2018 წლიდან თამაშობდა და 86 მატჩში 11 გოლის გატანა და ამდენივე საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. ბარკლი "ევერტონის" აკადემიის აღზრდილია და "კანფეტების" რიგებში 179-ჯერ ითამაშა, 27 ბურთი შეაგდო და 28-ჯერ თანაგუნდელებს გაატანინა.

სხვა სტატიები