Belive

ჩელსიმ ტომას ტუხელი მთავარი მწვრთნელის პოზიციიდან გაათავისუფლა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი სპორტული გამოცემა B/R Football ავრცელებს.

გერმანელი სპეციალისტის გათავისუფლების ზუსტი მიზეზი ამ დროისათვის არ სახელდება. შეგახსენებთ, რომ ტუხელმა "ჩელსისთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება შეძლო.

გავრცელებული ჭორების თანახმად, ლონდონელები მის ჩანაცვლებას მაურისიო პოჩეტინოთი აპირებენ. არგენტინელი სპეციალისტი ამჟამად უგუნდოდაა.

ჩემპიონთა ლიგის სეზონის დასაწყისი ლონდონელებისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. მათ პირველი შეხვედრა ხორვატიაში "ზაგრების" წინააღმდეგ გამართეს და 1:0 დამარცხდნენ. ერთადერთი გოლი მასპინძელთა მხრიდან მისლავ ორსიჩმა გაიტანა. "არისტოკრატებმა" მე-13 წუთზე გატანილ გოლს ვერაფერი დაუპირისპირეს და შეხვედრა დათმეს.

სხვა სტატიები