Belive

ჩელსიმ ვერნერის შემდეგ მორიგი სამიზნე ამოირჩია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტიმო ვერნერის ირგვლივ ატეხილი სატრანსფერო აჟიოტაჟი ფაქტობრივად დასრულებულია, ვინაიდან მისი ბედი თითქმის გადაწყვეტილია - გერმანელი ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს, თუმცა არა "ლივერპულში", სადაც ყველა ელოდა მის ნახვას, არამედ "ჩელსიში". ლონდონის "ჩელსი" ვერნერის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს გადაიხდის, თუმცა ეს მათთვის უკანასკნელი სამიზნე ნამდვილად არ ყოფილა, სულ ახლახანს ლურჯების რადარზე "ლესტერის" მცველი ბენ ჩილველი გამოჩნდა. ლონდონელებმა უკვე დაიწყეს მოლაპარაკებები "ლესტერის" ხელმძღვანელობასთან. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მთავარი ფაქტორი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებაზე კლუბებს შორის შეთანხმებაა. 23 წლის ინგლისელ მცველს "ლესტერის" შემადგენლობაში 118 შეხვედრა აქვს ჩატარებული, ამ პერიოდის განმავლობაში მან 3 გოლისა და 12 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო, რაც მცველისათვის ურიგო მონაგარი ნამდვილად არაა.

სხვა სტატიები