Belive

ჩელსის ბანი მოუხსნეს - ლამპარდს თავისუფლება აქვს 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "ჩელსის" სატრანსფერო ბანი მოუხსნეს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა, რაც იმას ნიშნავს, რომ იანვრის სატრანსფერო ფანჯარაში "არისტოკრატებს" სრულფასოვნად მონაწილეობა შეეძლებათ. მიმდინარე წლის თებერვალში, ფიფამ გადაწყვიტა, რომ "ლურჯებს" ფეხბურთელის დამატების უფლება უახლოესი ორი სატრანსფერო პერიოდის განმავლობაში არ ჰქონოდათ, თუმცა ლონდონური კლუბის საჩივარი დაკმაყოფილდა და მათ გუნდის განახლების შესაძლებლობა ექნებათ. გარდა ამისა, რომან აბრამოვიჩს 230 000 გირვანქას გადახდაც მოუხდა. 15 ტურის შემდეგ, ფრენკ ლამპარდის გაწვრთნილები 29 ქულით პრემიერლიგაში მეოთხე ადგილზე არიან.

სხვა სტატიები