Belive

ჩელსის ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში უძლიერესი სავარაუდო მეტოქეები ჰყავს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
10 დეკემბერს, თბილისის დროით 23:59 საათზე ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურის მატჩები გაიმართა და ცნობილი გახდა 14 გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ითამაშებს. დღეს, 11 დეკემბერს კი კიდევ გაირკვევა 2 გუნდი, რომელიც 1/8 ფინალურ ეტაპზე ითამაშებს. ლონდონის "ჩელსიმ" საკუთარ მოედანზე ფრანგული "ლილი" 2:1 დაამარცხა და 1/8 ფინალში გავიდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ლონდონელები პლეი-ოფში ჯგუფიდან მეორე ადგილით გავიდნენ, შესაბამისად მათ 1/8 ფინალურ წყვილში უფრო ძლიერი მეტოქე ეყოლებათ. გთავაზობთ ლონდონელთა სავარაუდო მეტოქეებს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში: ბარსელონა (ესპანეთი); პსჟ (საფრანგეთი); იუვენტუსი (იტალია); ბაიერნი (გერმანია); ლაიფციგი (გერმანია).   

სხვა სტატიები