ჩელსის კეპასა და ტერ შტეგენის გაცვლა სურს

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ჩელსი” “ბარსელონას” კეპასა არისაბალაგასა და ტერ შტეგენის გაცვლას შესთავაზებს.

2 წლის წინ “ლურჯებმა” ესპანელი მეკარე “ატლეტიკიდან” იყიდეს. ტრანსფერში გადახდილი 71.8 მილიონ ევროთი კეპა ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდა.

ამის მიუხედავად, ფრენკ ლამპარდი 25 წლის ფეხბურთელით ბოლომდე კმაყოფილი არაა და გუნდში ახალ მოთამაშეს ეძებს.

ესპანური გამოცემა Mundo Deportivo იტყობინება, რომ ლონდონელები ტერ შტეგენის “ბარსელონასთან” არსებულ ხელშეკრულებას ადევნებენ თვალს და შემოთავაზებას ამზადებენ.

შეგახსენებთ, რომ ტერ შტეგენი “ბლაუგრანაში” 2014 წელს გადავიდა. გერმანელი მეკარე მიმდინარე სეზონში მესისთან ერთად კატალონიელთა საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

(61)

ჩელსის კეპასა და ტერ შტეგენის გაცვლა სურს

სტატიის ავტორი
-