Belive

ჩელსის ლეგენდა გარდაიცვალა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
78 წლის ასაკში, "ჩელსის" ლეგენდა - პიტერ ბონეტი გარდაიცვალა. "არისტოკრატების" ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეული მეკარე ალცჰაიმერის დაავადებას წლების განმავლობაში ებრძოდა. ბონეტის გარდაცვალების თაობაზე, "ჩელსიმ" ოფიციალური მოხსენება გამოაქვეყნა, რომელშიც პატივი მიაგო ლეგენდარული მეკარის ხსოვნას და ოჯახის წევრებს სამძიმარი აღუთქვა. ბონეტიმ ლონდონური კლუბის მაისური 18 წლის ასაკში მოირგო. პროფესიონალური კარიერის მანძილზე, ლეგენდარულმა კიპერმა "არისტოკრატების" ღირსება 729 შეხვედრაში დაიცვა. აღსანიშნავია, რომ პიტერ ბონეტი 60 - 70-იანი წლების ერთ-ერთ გამორჩეულ მეკარედ ითვლებოდა. ინგლისის ნაკრებთან ერთად, იგი 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

სხვა სტატიები