Belive

ჩელსის ყოფილ მწვრთნელს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ლონდონის "ჩელსისა" და "ვესტ ჰემის" ყოფილ მთავარ მწვრთნელს, ავრაამ გრანტს რამდენიმე ქალი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ინფორმაცია აღნიშნული საკითხის შესახებ ისრაელის საგამოძიებო ტელევიზიაში გავრცელდა. "პორტსმუთის" და ისრაელის ნაკრების ყოფილი ხელმძღვანელი თავისი თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და ამ გზით რამდენიმე ქალის სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს. როგორც The Times Of Israel იტყობინება, ისრაელის საგამოძიებო შოუ Exposure-მა წარმოადგინა რამდენიმე ქალის ჩვენება, რომლებმაც გრანტი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს. ერთი 22 წლის ქალი ამტკიცებდა, რომ იგი 2020 წელს, თელ-ავივში, გრანტის ბინაში მიიწვიეს, იმ პირობით, რომ მას იქ სამუშაოს პოვნაში დაეხმარებოდნენ, თუმცა გრანტი მას ტანსაცმლის გახდას სთხოვდა, რის მერეც მასზე ფიზიკურად და სექსუალურად ძალადობდა.
No description available.
ამ საქმის კიდევ ერთი მოწმე, ისრაელში ცნობილი სპორტული ჟურნალისტია, რომელმაც თქვა, რომ გრანტმა სექსუალური კავშირის სანაცვლოდ, მას კარიერაში დახმარება შესთავაზა. ავრამ გრანტმა გავრცელებული ინფორმაცია უარყო, თუმცა აღნიშნა, რომ ქალებთან ურთიერთობას არ ერიდებოდა. "ჩემს ცხოვრებაში, როგორც პირად, ისე პროფესიულ დონეზე, მე ყოველთვის ვცდილობდი, ყოველგვარ წარმატებებსა თუ მიღწევებზე მაღლა და მიღმა, ადამიანად დავრჩენილიყავი და პატივი მეცა ყველა ქალისა თუ კაცისთვის, ვინც არ უნდა იყოს ისინი. მე ხალხის ადამიანი ვარ, მეგობრული ადამიანი და წლების განმავლობაში შევინარჩუნე ურთიერთობა ქალებთან. ყველა ამ ურთიერთობაში ძალიან ვცდილობდი მათ პატივისცემით და მეგობრობით მოვქცეოდი და არასოდეს მიფიქრია უსამართლოდ მოვქცეულიყავი ან რაიმე სახით რომელიმე ქალი დამეზიანებინა. ვინც ჩემგან უხერხულად გრძნობდა თავს, ვნანობ და ბოდიშს ვიხდი გულით", - თქვა 66 წლის სპეციალისტმა.
No description available.

სხვა სტატიები