Belive

ჩელსის ყოფილი ვარსკვლავი, რომელსაც ვერ იცნობთ

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლონდონის "ჩელსის" ყოფილი ვარსკვლავი - რამირესი, უკანასკნელ პერიოდში აქტიურობით არ გამოირჩევა. ბრაზილიელი ნახევარმცველი სოციალურ ქსელებში არ აქტიურობს და 2020 წლიდან კლუბის გარეშეა დარჩენილი. ინგლისის ასოციაციის თასის ფინალის წინ, რამირესმა "არისტოკრატების" გამხნევება გადაწყვიტა და სოციალურ ქსელში მხარდასაჭერი ვიდეო გამოაქვეყნა - რამირესის ამოცნობა, "ჩელსის" სტაჟიან გულშემატკივრებსაც კი გაუჭირდათ. ბრაზილიელმა ნახევარმცველმა "სტემფორდ ბრიჯი" 2016 წელს დატოვა და ჩინეთის სუპერ ლიგაში მოასპარეზე "ჯიანგსუს" შეუერთდა. ჩინეთიდან რამირესი სამშობლოში დაბრუნდა და "პალმეირასის" ღირსებას იცავდა, თუმცა 2020 წელს კლუბის გარეშე დარჩა და შეიძლება ითქვას, რომ გაუჩინარდა. ვილიანმა, ფაბრეგასმა, ესიენმა და რამირესმა გამამხნევებელი ვიდეო ჩაწერეს, თუმცა მათი მხარდაჭერის მიუხედავად "ჩელსი" "ლივერპულთან" დამარცხდა.

 
View this post on Instagram
 

A post shared by Chelsea FC (@chelseafc)

 
View this post on Instagram
 

A post shared by Rami7oficial (@rami7oficial)

 
View this post on Instagram
 

A post shared by Rami7oficial (@rami7oficial)

 
View this post on Instagram
 

A post shared by Rami7oficial (@rami7oficial)

სხვა სტატიები