ჩელსის საოცარი შეთავაზება – აზარი პრემიერლიგაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება

ბრიტანული სპორტული მედიის თანახმად, ლონდონის “ჩელსი” ედენ აზარს კონტრაქტის ახალ პირობებს გააცნობს, რომლის მიხედვითაც, ბელგიელი შემტევი კვირაში £350,000-ს გამოიმუშავებს. სავარაუდოდ, ორ მხარეს შორის მოლაპარაკებები წლის ბოლომდე დასრულდება, რის შედეგადაც აზარი პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

აზარს “ჩელსისთან” კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულში ეწურება, მისი შეძენა კი ევროპის თითქმის ყველა ტოპ კლუბს სურს. ერთა ლიგის ეგიდით გასამართი მატჩის წინ აზარმა ჟურნალისტს დაუდასტურა, რომ ოქროს ბურთის მოგებისთვის ესპანეთში გადასვლას არ გამორიცხავდა, ხოლო ლონდონში დაბრუნებისას კი ხაზგასმით განაცხადა, რომ მას კარიერის ბოლომდე “ჩელსიში” თამაში სურს.

მიმდინარე სეზონში აზარი შესანიშნავ სეზონს ატარებს. “ჩელსის” მთავარი მწვრთნელის, მაურისიო სარის განცხადებით, აზარს ოქროს ბურთის მოგების სრული პოტენციალი გააჩნია.

იხილეთ 2018/2019 წლების სეზონში აზარის საუკეთესო გოლები, ასისტები და ფინტები.

(90)

ჩელსის საოცარი შეთავაზება – აზარი პრემიერლიგაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება

სტატიის ავტორი
-