Belive

ჩელსისა და ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გარდაიცვალა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დღეს სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. ინგლისის ნაკრებისა და ლონდონის "ჩელსის" ყოფილი მეკარე პიტერ ბონეტი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინგლისელი მეკარე დიდი ხნის განმავლობაში ავადმყოფობდა. ბონეტის "არისტოკრატების" რიგებში საპატიო ადგილი უკავია. პიტერი ლონდონელთა ღირსებას 19 წლის განმავლობაში იცავდა(1960/1979). ამ ხნის განმავლობაში მან 600 თამაშში მიიღო მონაწილეობა. პიტერ ბონეტის ეროვნულ ნაკრებშიც აქვს 7 შეხვედრა ჩატარებული.  აღსანიშნავია, რომ "არისტოკრატების" ყოფილი მეკარე 1966 წელს ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში ირიცხებოდა. როგორც მოგეხსენებათ ხსენებულ წელს, ინგლისმა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. სამწუხაროდ 1966 წლის მუნდიალზე პიტერს თამაშის საშუალება არ მისცემია. "ჩელსიმ" სოციალური ქსელის მეშვეობით, მწუხარება გამოთქვა მომხდარის გამო და გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.
1

სხვა სტატიები