Belive

ჩელსიში ჰავერცის ტრანსფერს აქტიურად განიხილავენ

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სატრანსფერო პერიოდის გახსნის შემდეგ შემადგენლობის გადახალისებისა და გაძლიერების მსურველი კლუბები სულ უფრო აქტიურნი ხდებიან. ამჯერად საქმე ეხება ლონდონის “ჩელსის”, რომელიც თამამად შეიძლება ითქვას, რომ მომდევნო სეზონს უკვე საგრძნობლად გაძლიერებული შეხვდება, თუმცა როგორც ჩანს შეჩერებას არ აპირებენ. “არისტოკრატები” ტიმო ვერნერისა და ჰაკიმ ზიეჩის გადაბირების შემდეგ თვალს “ლევერკუზენის” ახალგაზრდა ფეხბურთელს კაი ჰავერცს ადგამენ. როგორც ჩანს “ბაიერნის” უდიდესი სურვილის მიუხედავად კაი ჰავერცი სხვა შესაძლო გუნდში გადასვლასაც არ გამორიცხავს. The Telegraph-ის ცნობით, ლონდონელებმა ჰავერცთან შეხვედრის თარიღი უკვე შეარჩიეს და შეეცდებიან ფეხბურთელის დარწმუნებას, იმის თაობაზე რომ მომდევნო სეზონიდან ასპარეზობა მათ გუნდში გააგრძელოს. Bild-ის ცნობით გერმანულმა კლუბმა "ჩელსის" უშუალო შეთავაზება გაუკეთა, რომელსაც ლონდონელები აქტიურად განიხილავენ. მაშინ, როდესაც ჰავერცის მომავალს "ბაიერნს" უკავშირებდნენ, "ლევერკუზენის" მესვეურებმა "რეკორდმაისტერს" ფეხბურთელის სანაცვლოდ 100 მილიონი ევროს გადახდა მოსთხოვეს, თუმცა ამჟამინდელი ფასი ხსენებულზე ნაკლებია, თუ რამ გამოიწვია ჰავერცის სატრანსფერო ღირებულების შემცირება უცნობია. 20 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე, 2019/20 წლების, სეზონში 43 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 17 გოლის გატანასთან ერთად 9 საგოლე გადაცემაც მიითვალა.

სხვა სტატიები