Belive

ჩელსისთვის ჩემპიონთა ლიგა ანტირეკორდით დასრულდა 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "ჩელსი" ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალური ეტაპიდან დაემშვიდობა. ეს მას შემდეგ, რაც "არისტოკრატებმა" მიუნხენის "ბაიერნთან" ორივე მატჩი სამბურთიანი სხვაობით (0:3, 1:4) წააგეს. ამ მატჩის შემდეგ, ფრენკ ლამპარდის გუნდმა ანტი-რეკორდი მიიღო - "ლურჯებმა" მსოფლიოს მთავარი საკლუბო ტურნირის ამ სეზონში 16 გოლი გაუვშეს, ამაზე მეტი მათ არასდროს მიუღიათ. მაქსიმალური რაოდენობისა იმ გოლებისა, რომელიც "ჩელსის" კარში, ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში გასულა, 14-ს უდრის. ლონდონელებს ტურნირში მონაწილეობა შემდეგ სეზონშიც განაღდებული აქვთ, რადგანაც გუნდმა პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილი დაიკავა.

სხვა სტატიები