Belive

ჩემბერლენი: კლოპი დასვენების საშუალებას არ გვაძლევს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რამდენიმე დღის წინ "ლივერპულმა" ნანატრი პრემიერ ლიგის ტიტული მოიპოვა და ჩემპიონის რანგში პირველივე შეხვედრა, "მანჩესტერ სიტისთან" 4:0 დათმო, რამაც იურგენ კლოპის უკმაყოფილება გამოიწვია. ოქსლეიდ ჩემბერლენმა "ევრო სპორტთან" საუბრისას აღნიშნა, რომ მათ მთავარ მწვრთნელს დარჩენილი ყველა თამაშის მოგება სურს, ისე როგორც ეს ნამდვილ ჩემპიონებს შეეფერებათ. -"ჩვენ შესვენების დრო არ გვაქვს, კლოპი ყოველდღიურად გვავარჯიშებს. ზოგადად, როდესაც გუნდი ჩემპიონი ხდება ისინი რელაქსაციას იღებენ, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ასე არ არის. იურგენს სურს, რომ დარჩენილი ყველა მატჩი მოვიგოთ." -"იყო ამ გუნდის ნაწილი, რომელმაც ნანატრი პრემიერ ლიგა მოიგო, მართლაც პატივია" შეგახსენებთ, რომ ჩემბერლენმა მიმდინარე სეზონში 37 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები