Belive

"ჩემი ბიჭის ჰეთ-თრიქი" - ნეიმარი ყოფილ კლუბთან გამარჯვებას გამოეხმაურა 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, ყოფილი კლუბის, "ბარსელონას" დამარცხების შემდეგ, "პსჟ-ს" თავდამსხმელმა ნეიმარმა ემოციები ვერ დამალა. ბრაზილიელმა სუპერვარსკვლავმა მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა, თუმცა თანაგუნდელები სოციალური ქსელის მეშვეობოით გაამხნევა. "ეს რა შესანიშნავი გუნდური თამაში იყო. ყველამ დიდებულად იმუშავა. ჩემი ბიჭის ჰეთ-თრიქი, პარედესი კი ურჩხულია", - დაწერა 29 წლის ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში. ნეიმარს არც ყოფილი თანაგუნდელები დავიწყებია: "ბიჭებო, გახსოვდეთ, რომ ეს უბრალოდ თამაშია და თქვენ ვერაფერს გააკეთებთ". ნეიმარმა "ბარსელონაში 2013-17 წლებში ითამაშა და 186 შეხვედრაში 105 გოლის გატანა  და 76 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. მან ესპანურ გრანდთან ერთად, ყველა შესაძლო ტიტული მოიგო, მათ შორის 2015 წელს ჩემპიონთა ლიგა.

სხვა სტატიები