Belive

„ჩემი მოღვაწეობა ნაკრებში არ დასრულებულა"- კრიშტიანუ რონალდუ

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ყველამ ვიცოდით, რომ წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატი კრიშტიანუ რონალდუსთვის ბოლო საერთაშორისო ტურნირი იქნებოდა. თუმცა, პორტუგალიელმა გადაწყვიტა, რომ ყატარის შემდეგ მონაწილეობა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზეც მიიღოს.

37 წლის ფეხბურთელის კარიერის ბოლო წლები დიდად წარმატებული ვერ აღმოჩნდა. სეზონის უმეტესი ნაწილი რონალდუმ "მანჩესტერ იუნაიტედის" სათადარიგოთა სკამზე გაატარა. პორტუგალიელ ვარსკვლავს გუნდთანაც ჰქონდა პრობლემები. მას კლუბის დატოვება სურდა, რადგან მისთვის ჩემპიონთა ლიგაზე თამაში იყო პრიორიტეტი. შეგახსენებთ, რომ "წითელმა ეშმაკებმა" ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ჩემპიონატის საგზური ვერ მოიპოვეს და ახლა ისინი ევროპა ლიგაზე ასპარეზობენ, სადაც კრიშტიანუმ მისი პირველი გოლიც მიითვალა.

2511

ოქროს ბურთის ხუთგზის მფლობელმა განაცხადა:

„ჩემი მოღვაწეობა ნაკრებში არ დასრულებულა. მინდა აღვნიშნო, რომ პორტუგალიას ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა ჰყავს. მსოფლიო ჩემპიონატზე აუცილებლად ვიქნები და დიდი სურვილი მაქვს ევროპის ჩემპიონატზეც ვითამაშო".

ეს განხცადება პორტუგალიელი გულშემატკივრისთვის ძალიან სასიხარულო აღმოჩნდა, რადგან კრიშტიანუმ beIN SPORTS-სთან ინტერვიუს დროს, რამდენიმე თვის წინ, ასეთი რამ თქვა:

"მოუთმენლად ველი ყატარის ჩემპიონატს. მიყვარს ეს ადგილი, რადგან ხშირად დავდივარ დასასვენებლად. ეს ადგილი ორმაგად მნიშვნელოვანი გახდება ჩემთვის, რადგან ეს იქნება ბოლო საერთაშორისო ტურნირი."

შეგახსენებთ, რომ რონალდუმ 2016 პორტუგალიასთან ერთად ევროპის ჩემპიონობა იზეიმა და პირველი დიდი საერთაშორისო ტურნირი მოიგო.

სხვა სტატიები