ბაიერნის სამიზნეში პრემიერლიგის 24 წლის ფეხბურთელი მოექცა

ბოლო პერიოდში მედიაში აქტიურად ვრცელდება სტატიები მიუნხენის “ბაიერნის” სატრანსფერო ინტერესებისა და მათი მთავარი სამიზნეების შესახებ. გერმანელები ტიმო ვერნერით ინტერესდებიან, მეტიც რამდენიმე დღის წინ “რეკორდმაისტერის” მესვეურები ფეხბურთელს პირადად დაუკავშირდნენ.

ამჯერად “ბაიერნის” სამიზნეში კვლავ 24 წლის ფეხბურთელი, პრემიერ ლიგაში მოასპარეზე, ადამა ტრაორე მოექცა. “ვულვერჰემპტონის” ფეხბურთელს მისი ამჟამინდელი კლუბი 100 მილიონ ევროდ აფასებს, რაც მიუნხენელების სატრანსფერო პოლიტიკასთან მიმართებაში საკმაოდ დიდი ფასია. აღსანიშნავია, რომ ტრაორეს ტრანსფერით “მანჩესტერ სიტიც” ინტერესდება.

ადამა ტრაორესა და ტიმო ვერნერის “რეკორდმაისტერში” გადმობირებით პირადად ჰანს ფლიკია დაინტერესებული, რომელმაც ახლახანს მიუნხენურ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივა.

“ვულვერჰემპტონის” 24 წლის ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში, რომელიც კორონავირუსის გამო შეჩერებულია, მინდორზე 43-ჯერ გამოჩნდა, მან 6 გოლისა და 10 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

 

(122)

ბაიერნის სამიზნეში პრემიერლიგის 24 წლის ფეხბურთელი მოექცა

სტატიის ავტორი
-