ბარსელონა ელ კლასიკოს სერიოზული დანაკლისით შეხვდება

207
ნახვა

„ბარსელონას“ თავდამსხმელი უსმან დემბელე თვის ბოლოს, მადრიდის „რეალთან“ გასამართ პრინციპულ დაპირისპირებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

საფრანგეთის ნაკრების შემტევი „სევილიასთან“ მატჩში მიღებული წითელი ბარათის გამო ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა – 22 წლის ფეხბურთელი ელ კლასიკოში ამ მიზეზით ვერ ითამაშებს.

გარდა „სამეფო კლუბთან“ შეხვედრისა, დემბელე „ეიბართან“ მატჩშიც ვერ ითამაშებს.

დემბელემ წითელი ბარათი ანტონიო მატეუ ლაოსთან შელაპარაკების გამო მიიღო. აღნიშნულ ეპიზოდში, კატალონიური კლუბის ლიდერები ლიონელ მესი და ჟერარდ პიკე მსაჯის დარწმუნებას შეეცადნენ, რომ დემბელეს ესპანურად გამართულად საუბარი არ ესმოდა და რეფერისთვის შეურაცხყოფა განზრახ არ მიუყენებია.

(207)

ბარსელონა ელ კლასიკოს სერიოზული დანაკლისით შეხვდება

სტატიის ავტორი
-