ბარსელონა ვილიანს მიუბრუნდა

Telegraph-ის ინფორმაციით, კატალონიის “ბარსელონა” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ვილიანის შეძენას შეეცდება.

“ბლაუგრანა” ბრაზილიელი ფეხბურთელის გადაბირებას წინა წელსაც აპირებდა, თუმცა მაშინ “ჩელსიმ” ყველა შეთავაზება დაბლოკა.

30 წლის ვილიანს ლონდონელებთან კონტრაქტი 2020-წლამდე აკავშირებს, თუმცა სატრანსფერო ბანის გამო, ნაკლებად სავარაუდოა, რომ “ჩელსი” მას მარტივად შეელიოს.

ცნობისთვის, ვილიანმა მიმდინარე სეზონში “ლურჯების” მაისური 29-ჯერ მოირგო და 3 გოლი გაიტანა.

 

ბარსელონა ვილიანს მიუბრუნდა

სტატიის ავტორი
-