ბარსელონას მომავალი წლის სავარაუდო შემადგენლობა ევროპაში დომინირების გარანტია

1.97K
ნახვა

მსოფლიო ჩემპიონმა ანტუან გრიზმანმა წლის ბოლოს “ატლეტიკოდან” წასვლა დააანონსა. დღეს გავრცელებული ინფორმაციით კი, კატალონიის “ბარსელონა” გრიზმანის სანაცვლოდ 125 მილიონ ევროს იხდის.

28 წლის გრიზმანს “ატლეტიკოში” 256 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც მან 133 გოლის გატანა მოახერხა. გრიზმანის თქმით, მას ახალი გამოწვევა სჭირდება: “ეს საოცარი 5 წელი იყო, გუნდს ყველაფრისთვის დიდ მადლობას ვუხდი. მინდა რომ ჩემს გულშემატკივარს, რომლისგანაც დიდ სიყვარულს ყოველთვის ვგრძნობდი, ვუთხრა, რომ გუნდიდან წასვლას ვგეგმავ, მე ახალი გამოწვევები მჭირდება,” აღნიშნა 28 წლის ფეხბურთელმა.

მიმდინარე სეზონში, ერნესტო ვალვერდეს გუნდმა გულშემატკივარს იმედები ნამდვილად გაუცრუა: “ბარსელონამ” “ენფილდზე” მოულოდნელი მარცხი (4:0) განიცადა და ჩემპიონთა ლიგას გამოემშვიდობა. ცნობილია, რომ ვალვერდეს გუნდი ზაფხულში გაძლიერებას გეგმავს, რაც კატალონიელებს გაცილებით დიდ ძალასა და ენერგიას შემატებს.

გადაწყვეტილია, რომ ზაფხულში “ბარსელონას” ჰოლანდიელი ტალანტი, ფრენკი დე იონგი შეუერთდება. “ბარსას” ხელმძღვანელობამ დე იონგში 75 მილიონი ევრო გადაიხადა. დე იონგი უშიშარი ფეხბურთელია, რომელიც დაცვასა და შეტევაში თანაბარი ეფექტიანობით თამაშობს. ასევე, აქვს ბურთის ფლობისა და მისი განაწილების შესანიშნავი უნარები, რაც მას “ბარსას” ფილოსოფიასთან მაქსიმალურად აახლოვებს.

ამას გარდა, “ბარსელონა” ძალიან ახლოსაა კიდევ ერთი ტალანტის დამატებასთან – მატეის დე ლიხტი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელიც გუნდს ნახევარფინალში კაპიტნის სამკლავურით გაუძღვა. დე ლიხტს კატალონიაში პიკეს შემცვლელად განიხილავენ და ტრანსფერის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, 19 წლის ფეხბურთელი “ბარსელონას” უცვლელ ფეხბურთელად ჩამოყალიბდება.

ასე რომ, “ბარსელონას” შემადგენლობა მომავალ წელს გაცილებით ძლიერი უნდა იყოს, ვიდრე მიმდინარე სეზონში. ძირითადში მოხვედრისთვის ძალიან დიდი კონკურენცია იქნება ვიდალს, კოუტინიოს, მალკომს, რაკიტიჩს, დემბელეს, არტურსა და სხვა ფეხბურთელებს შორის, რაც გუნდის სათამაშო ხარისხს კიდევ უფრო მეტად გააუმჯობესებს.

თქვენი აზრით, რომელი შემადგენლობა იქნება იდეალური “ბარსელონასთვის” მომავალ სეზონში?

(1973)

ბარსელონას მომავალი წლის სავარაუდო შემადგენლობა ევროპაში დომინირების გარანტია

სტატიის ავტორი
-