ბერბატოვი: “პოგბასა და ბრუნოს ერთად თამაში საეჭვოა”

“მანჩესტერ იუნატედის” ყოფილ თავდამსხმელს, დიმიტარ ბერბატოვს, პოლ პოგბასა და ბრუნო ფერნანდეშის ერთად თამაში შეაფასებინეს.

“არ ვიცი ფერნანდეში და პოგბა ერთად თამაშს თუ შეძლებენ. ბრუნო მალევე გახდა მანჩესტერის წამყვანი მოთამაშე. მე გაკვირვებული ვარ იმ ფაქტით თუ რა მოკლე დროში შეძლო პორტუგალიელმა გუნდში ინტეგრირება. მისი თანაგუნდელები ეძებენ მას მატჩის დროს, რადგან სჯერათ რომ სასწაულის მოხდენა შეუძლია. ის ბედნიერია იმით რომ მანჩესტერში თამაშობს. ვიმედოვნებ რომ ის დიდხანს შეინარჩუნებს ამ ბრწყინვალე ფორმას.

როგორც პოლ პოგბას დიდი გულშემატკივარი, მე მსურს რომ ის ჩვენთან დარჩეს. ვფიქრობ ეს მისთვის საუკეთესო ვარიანტი იქნება, თუმცა მე ნამდვილად ძალიან მაინტერესებს ვიხილო თუ როგორ შეეწყობა ის ფერნანდეშს. ისინი ერთნაირი მოთამაშეები არიან. ორივე საკმარისად ინტელიგენტია იმისთვის რომ სამი ნაბიჯით წინ უსწრებდნენ მოვლენებს, როდესაც ისინი ბურთით არიან.

ხანდახან ფეხბურთელები ძალიან მსგავსად თამაშობენ, იმისათვის რომ ერთმანეთის გვერდიგვერდ თამაში შეძლონ. მაგრამ ვიმედოვნებ რომ ამ შემთხვევაში ასე არ მოხდება. ბრუნო და პოგბა ერთად ნახევარდაცვაში არის ის, რაც იუნაიტედს უფრო შემოქმედებითს გახდის. მანჩესტერი გახდება გუნდი, რომელიც მოწინააღმდეგეს გააკვირვებს მომავალ სეზონში ან თუნდაც, უფრო მალე.” – განაცხადა 39 წლის ბულგარელმა თავდამსხმელმა.

“წითელმა ეშმაკებმა” პორტუგალიელი შემტევი იანვრის ბოლოს, 47 მილიონ ფუნტად “სპორტინგიდან” შეიძინეს.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის პოლ პოგმამ “იუნატედის” მაისურით მიმდინარე სეზონში მხოლოდ 7 მატჩის ჩატარება მოახერხა, მიზეზი კი სხვადასხვა სახის ტრავმებია.

(10)

ბერბატოვი: “პოგბასა და ბრუნოს ერთად თამაში საეჭვოა”

სტატიის ავტორი
-