ბაიერნის ქომაგებმა თვის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს

ბუნდესლიგის განახლებიდან 1 თვე შესრულდა. მიუნხენის “ბაიერნმა” ისევე, როგორც აქამდე, ბოლო თვეშიც საუკეთესო შედეგი აჩვენა, საერთო ჯამში 7 მატჩი მოიგო და ზედიზედ მერვე ჩემპიონობას 1 გამარჯვებაღა აშორებს.

რეკორდმაისტერის” შემადგენლობაში ბოლო ჩატარებულ შეხვედრებში თავი რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელმა გამოიჩინა, თუმცა მათ შორის საუკეთესო ალფონსო დევისი აღმოჩნდა – ის თვის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

19 წლის კანადელ მარცხენა მცველს გამოკითხვაში მხარი გულშემატკივრის 37%-მა დაუჭირა, მეორე ადგილი ჯოშუა კიმიხს ერგო (30%), საუკეთესო ხუთეულში ასევე ტომაშ მიულერი (14), ბენჟამინ პავარი (6) და ლეონ გორეცკა (5) მოხვდნენ.

მაისში, დევისმა ბუნდესლიგის ხუთ მატჩში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.  დევისი ბავარიულ გრანდში შარშან იანვარში, MLS-ის ბინადარ “ვანკუვერ ვაითკეპსიდან” 10 მილიონ ევროდ გადაბარგდა და “წითლების” მაისურით 42 მატჩში 4 გოლს და 8 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი.

(12)

ბაიერნის ქომაგებმა თვის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს

სტატიის ავტორი
-